„26 მაისს დნეპრზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა“, - განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა. მისი თქმით, სამი ადამიანი, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ, გარდაცვლილია.
„დაღუპვის ფაქტი დადასტურდა ტრაგედიის ადგილზე აღმოჩენილი სხეულის ფრაგმენტების შესწავლის შედეგად. დაღუპულთა შორისაა 56 წლის ექიმი, სამედიცინო დაწესებულების 64 წლის თანამშრომელი და ახლომდებარე ვეტერინარული კლინიკის 57 წლის თანამშრომელი“, - განაცხადა ლისაკმა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 26 მაისს ქალაქ დნეპრის დაბომბვისას რაკეტები მოხვდა სამედიცინო დაწესებულებასა და ვეტერინარულ კლინიკას. ადგილობრივი ადმინისტრაცია იუწყებოდა ერთი დაღუპულის და სამი დაკარგულის შესახებ.