Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1500-ზე მეტი ბუნების დამცველი აქტივისტი დააკავეს საპროტესტო აქციაზე ჰააგაში


ბუნების დამცველთა საპროტესტო აქცია ნიდერლანდში, ჰააგაში. 23 იანვარი, 2023 წელი
ბუნების დამცველთა საპროტესტო აქცია ნიდერლანდში, ჰააგაში. 23 იანვარი, 2023 წელი

ჰააგაში გარემოს დაცვის მოძრაობა Extinction Rebellion-ის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე 1500-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. 27 მაისს მათ გზატკეცილი გადაკეტეს, ჰოლანდიის მთავრობის მიერ საწვავის მოპოვებაზე სუბსიდიების გაცემის მიმართ პროტესტის ნიშნად. როგორც ნიდერლანდის პოლიცია იტყობინება, დემონსტრაციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება მოუხდა. დემონსტრანტები ამისთვის მზად იყვნენ: ბევრი აქციაზე საცურაო კოსტიუმში და ქოლგებით მივიდა.

მოძრაობა Extinction Rebellion-მა განაცხადა, რომ აქციაში მონაწილეობდა შვიდი ათასამდე პირი. პოლიციის ცნობით, დააკავეს 1579 ადამიანი. მათგან 40-ის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ვანდალიზმზე, ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან. დემონსტრანტთა შორის იყვნენ საზოგადოებაში ცნობილი პირებიც, მაგალითად, მსახიობი კარის ვან ჰაუტენი, რომელიც მელისანდრას როლს თამაშობს სერიალში "სამეფო კარის თამაშები".

რადიკალური ეკოლოგიური მოძრაობა Extinction Rebellion-ი ცნობილია კლიმატის დაცვის მკვეთრი აქციებით. ამ წლის იანვარში მოძრაობამ ტაქტიკის ცვლილების შესახებ განაცხადა: თუ ადრე აქტივისტები ვიტრინებს ამსხვრევდნენ და საზოგადოებრივ ადგილებში ასფალტზე იწებებდნენ თავს, ახლა მათ განზრახული აქვთ ხალხის უფრო დიდი ჯგუფების შეკრება, გლობალური დათბობის სფეროში მთავრობის უმოქმედობის მიმართ პროტესტი გამოსახატად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG