დანია აპირებს უკრაინას გამოუყოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომლის მოცულობაც იქნება 17.9 მილიარდი დანიური კრონი, ანუ 2.59 ამერიკული დოლარი. ამის შესახებ 29 მაისს გამოაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა. ტრანში გამიზნულია უკრაინის მიერ იარაღის შესყიდვისთვის მიმდინარე და მომავალ წლებში.
დანიამ მარტში დააარსა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო დახმარების ფონდი 2023 წლისთვის, რომელიც შედგება 1 მილიარდი დოლარისგან. დანიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ფრედერიკსენმა თქვა, რომ მთავრობა გეგმავს ამ ფონდში მიმდინარე წელს დამატებით შეიტანოს კიდევ 1 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა, მომავალ წელს კი - დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის მთავრობას ტვიტერით გადაუხადა მადლობა.
ფრედერიკსენის განცხადება გაკეთდა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტის წინ ჩრდილოეთის ქვეყნებში. სტოლტენბერგი თანამდებობას მიმდინარე წლის სექტემბერში დატოვებს. მეტე ფრედერიკსენს ნატოს ხელმძღვანელის პოსტზე ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად ასახელებენ.