Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტის პატიმრობის გამო პოლონეთმა სანქციები დაუწესა 365 ბელარუსს


ანჯეი პაჩობუტი
ანჯეი პაჩობუტი

პოლონეთმა სანქციები დაუწესა ბელარუსის კიდევ 365 მოქალაქეს, პოლონური წარმომავლობის ჟურნალისტის პატიმრობის გამო ბელარუსში, აცხადებს პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო 29 მაისს, ვარშავასა და მინსკს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე.

პოლონეთი მნიშვნელოვან თავშესაფარს წარმოადგენს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოპონენტებისთვის.

26 მაისს ბელარუსის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ჟურნალისტ ანჯეი პაჩობუტისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთაზე.

პაჩობუტი დააპატიმრეს ბელარუსის ეროვნული უშიშროების დამაზიანებელი ქმედებების, ნაციზმის რეაბილიტაციის და ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებებით. პოლონეთი აცხადებს, რომ ეს ბრალდებები უსამართლოა და პოლიტიკურად მოტივირებული.

XS
SM
MD
LG