Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კოსოვოში კვლავ მოიყარეს თავი დემონსტრანტებმა


ზვეჩანი, ჩრდილოეთი კოსოვო. 2023 წლის მაისი
ზვეჩანი, ჩრდილოეთი კოსოვო. 2023 წლის მაისი

31 მაისს ეთნიკურმა სერბმა დემონსტრანტებმა კვლავ მოიყარეს თავი კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქებში, ზვეჩანსა და ზუბინ-პოტოკში მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში შეტაკებები მოხდა კოსოვოს ეთნიკურად ალბანელ ადმინისტრაციასა და ეთნიკურ სერბებს შორის, რომლებიც ჩრდილოეთში უმრავლესობას შეადგენენ. არეულობის ფონია კოსოვოში სერბთა ყველაზე მსხვილი პარტიის დაპირება, რომ გააგრძელებს დემონსტრაციებს რეგიონის სამი ქალაქის მუნიციპალურ შენობებში ეთნიკურად ალბანელი მერების ყოფნის წინააღმდეგ.

ვითარების განმუხტვის მიზნით მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევის ფონზე, კოსოვოს პოლიცია აცხადებს, რომ ზვეჩანში, ლეპოსავიგსა და ზუბინ- პოტოკში სიტუაცია შედარებით დამშვიდდა. თუმცა კოსოვოს ჟურნალისტთა ასოციაციის ცნობით, 30 მაისს მიზანში ამოიღეს ჟურნალისტების, მათ შორის რადიო თავისუფლების კორესპონდენტების მანქანები.

ძალადობრივი დემონსტრაციების შეწყვეტის მიზნით, ნატომ გადაწყვიტა კოსოვოში კიდევ 700 სამხედრო განეთავსებინა. აშშ კოსოვოსაც და სერბეთსაც დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს იმ ფონზე, როცა გააუქმა კოსოვოს მონაწილეობა ნატოს მიმდინარე წვრთნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG