Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტარა რიდი, რომელიც ჯო ბაიდენს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებს, რუსეთში გადასვლას აპირებს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ამერიკელი ტარა რიდი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებს, რუსეთში საცხოვრებლად გადასვლას და მოქალაქეობის მიღებას აპირებს.

ამის შესახებ ტარა რიდმა განაცხადა 30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" მიერ ორგანიზებულ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. „მე საკუთარ თავს ვგრძნობ დაცულად და უსაფრთხოდ და ვაპირებ მოქალაქეობის თხოვნით მივმართო პრეზიდენტ პუტინს“, - აღნიშნა ტარა რიდმა.

პრესკონფერენციის დროს ტარა რიდის გვერდით იჯდა რუსი მარია ბუტინა, რომელმაც, როგორც დაურეგისტრირებელმა უცხოეთის აგენტმა, 18 თვე დაყო ამერიკის ციხეში.

ტარა რიდმა, რომელიც ბაიდენის სენატის ოფისში მუშაობდა 1992-დან 1993 წლამდე, სექსუალური ხასიათის თავდასხმაში ჯერ კიდევ 2020 წელს საჯაროდ დაადანაშაულა იმხანად პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი ჯო ბაიდენი.

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, თითქოს ის სექსუალური ხასიათის ზეწოლას ახორციელებდა ყოფილ თანაშემწეზე.

მრავალრიცხოვანმა მედიამ შეისწავლა რიდის განცხადება, მაგრამ ვერ შეძლეს მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დადასტურება.

XS
SM
MD
LG