Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ „მარაზმატიკის ფეიკი“ უწოდა პუტინის სიტყვებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბის დაბომბვის შესახებ


ანდრეი იუსოვი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენელი
ანდრეი იუსოვი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენელი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა სიყალბე უწოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ამასწინანდელ განცხადებას, თითქოს რუსეთის არმიას უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარ შტაბზე მიეტანოს იერიში.

"ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ომის დამნაშავეებისა და „ძველი მარაზმატიკების“ ფეიკებზე. ყველაფერი კარგადაა, სამხედრო დაზვერვა აგრძელებს „რაშისტების“ ეფექტურ განადგურებას", - ასე გამოეხმაურა პუტინის განცხადებას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვზე თვითმფრინავის თავდასხმის კომენტირებისას 30 მაისს განაცხადა, რომ ეს იყო კიევის პასუხი რუსეთის არმიის მიერ უკრაინის "სამხედრო დაზვერვის შტაბზე" განხორციელებულ იერიშზე. პუტინის სიტყვები სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს.

XS
SM
MD
LG