Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი თურქეთში არ ჩავა ერდოანის ინაუგურაციაზე - უშაკოვი


რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ვლადიმირ პუტინი ასტანაში. 13 ოქტომბერი, 2022 წელი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ვლადიმირ პუტინი ასტანაში. 13 ოქტომბერი, 2022 წელი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ წავა თურქეთში ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის ინაუგურაციაზე დასასწრებლად. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი" პუტინის თანაშემწე იური უშაკოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთში საზეიმო ღონისძიებას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი დაესწრება.

თუ რატომ არ აპირებს თავად პუტინი ინაუგურაციაზე დასწრებას, უშაკოვს არ უთქვამს.

17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებითი დეპორტაციის გამო.

ერდოანის ინაუგურაციის ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა, ეს 3 ივნისს მოხდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG