Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის კრიტიკოსს, პოლიტპატიმარ ნავალნის ციხეში შეუსრულდა 47 წელი


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

კრემლის ხმამაღალ კრიტიკოსს, რუსეთის ყველაზე გავლენიან ოპოზიციონერსა და პოლიტიკურ პატიმარს, ალექსეი ნავალნის, 4 ივნისს ციხეში, სამარტოო საკანში შეუსრულდა 47 წელი.

ნავალნის, საერთო ჯამში, 11.5 წლით უწევს პატიმრობა, სხვადასხვა ბრალდებით - პირობით გათავისუფლების წესების დარღვევისთვის, სასამართლოსადმი დაუმორჩილებლობისთვის და გაფლანგვისთვის. ბრალდებებს თავად ნავალნი და მისი მომხრეები უარყოფენ და მათ უწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებულს.

ნავალნი ამჟამად სადამსჯელო, სამარტოო საკანშია მოსკოვიდან აღმოსავლეთით, ვლადიმირის რეგიონში მდებარე კოლონიაში.

"როგორც ყოველთვის, ჩემს დაბადების დღეზე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვისაც ცხოვრებაში შევხვედრივარ. კარგ ადამიანებს, რომლებიც დამეხმარნენ და ახლაც მეხმარებიან. ცუდებს, იმისთვის, რომ მათთან ჩემმა გამოცდილებამ რაღაც მასწავლა. მადლობა ჩემს ოჯახს იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემს გვერდითაა" - დაწერა ნავალნიმ ტვიტერით.

XS
SM
MD
LG