Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათობით მოქალაქე დააკავეს რუსეთში, ნავალნის მხარდაჭერის აქციებზე


ნავალნის მხარდამჭერი აქცია სანკტ-პეტერბურგში. 2023 წლის 4 ივნისი
ნავალნის მხარდამჭერი აქცია სანკტ-პეტერბურგში. 2023 წლის 4 ივნისი

4 ივნისს 30-მდე მოქალაქე დააკავეს რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე, იუწყება OVD-Info.

4 ივნისს პოლიტპატიმარ ნავალნის 47 წელი შეუსრულდა. მანამდე მისი მომხრეები აცხადებდნენ, რომ ამ დღეს ნავალნის მხარდაჭერის აქციები გაიმართებოდა როგორც რუსეთში, ისე სხვა ქვეყნებში.

OVD-Info იუწყება დაკავებულებზე ბარნაულში, ელაბუგში, კრასნოიარსკში, მოსკოვში. პროექტი აღნიშნავს, რომ დაკავების მიზეზი ხდება ბუშტები, წარწერები ასფალტზე და "სხვა აბსურდული გარემოებები".

ნავალნის, საერთო ჯამში, 11.5 წლით უწევს პატიმრობა, სხვადასხვა ბრალდებით - პირობით გათავისუფლების წესების დარღვევისთვის, სასამართლოსადმი დაუმორჩილებლობისთვის და გაფლანგვისთვის. ბრალდებებს თავად ნავალნი და მისი მომხრეები უარყოფენ და მათ უწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებულს.

ნავალნი ამჟამად სადამსჯელო, სამარტოო საკანშია მოსკოვიდან აღმოსავლეთით, ვლადიმირის რეგიონში მდებარე კოლონიაში.

"როგორც ყოველთვის, ჩემს დაბადების დღეზე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვისაც ცხოვრებაში შევხვედრივარ. კარგ ადამიანებს, რომლებიც დამეხმარნენ და ახლაც მეხმარებიან. ცუდებს იმისთვის, რომ მათთან ჩემმა გამოცდილებამ რაღაც მასწავლა. მადლობა ჩემს ოჯახს იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემს გვერდითაა", - დაწერა ნავალნიმ ტვიტერით.

XS
SM
MD
LG