Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიმენიუკი: წყალდიდობის მიუხედავად, რუსეთი კვლავ უხსნის ცეცხლს ხერსონს


მოსახლეობის ევაკუაცია ხერსონის დატბორილი უბნიდან. 2023 წლის 7 ივნისი
მოსახლეობის ევაკუაცია ხერსონის დატბორილი უბნიდან. 2023 წლის 7 ივნისი

რუსეთის ძალები კვლავ ესვრიან ხერსონს და მის შემოგარენს, მდინარე დნეპრის მეორე ნაპირიდან, მიუხედავად კატასტროფული წყალდიდობისა, რომელიც გამოიწვია კახოვკის წყალსაცავის განადგურებამ, იუწყება 8 ივნისს ნატალია ჰიმენიუკი, უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელი.

"იმის გამო, რომ წყლის დონე მუდმივად იწევს, მტერი იძულებული იყო 5-15 კილომეტრით დაეხია უკან თავისი ძველი პოზიციებიდან და სროლა ისეთი ინტენსიური აღარ არის, თუმცა ბერისლავსკის რაიონი [ქალაქ ხერსონიდან აღმოსავლეთით] კვლავ ცეცხლის ქვეშაა", - უთხრა ჰიმენიუკმა უკრაინის ტელევიზიას.

XS
SM
MD
LG