რუსეთის უფლებადამცველი ორგანიზაცია OVD-Info 8 ივნისს აცხადებს, რომ მისი ორი ვებსაიტი ახსნა-განმარტების გარეშე დაბლოკა ქვეყნის მედიაზე ზედამხედველმა უწყებამ, როსკომნადზორმა.
ჯგუფის მთავარი ვებსაიტი ხელისუფლების მხრიდან დაიბლოკა 2021 წელს, თუმცა რუსეთის გარეთ ის ხელმისაწვდომი იყო. ჯგუფი აცხადებს, რომ მის ვებსაიტებზე რუსეთიდან წვდომა შესაძლებელია VPN-ის საშუალებით და დასძენს, რომ სოციალურ მედიაში მისი ანგარიშები კვლავ ფუნქციონირებს.
OVD-Info აღრიცხავს აქციებზე აქტივისტთა დაკავების შემთხვევებს და პოლიტიკური მიზეზებით დევნილ მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას უწევს.