Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე დრონით შეტევა იყო


საილუსტრაციო ფოტო. დრონით დარტყმის ადგილი რუსეთის კურსკის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. დრონით დარტყმის ადგილი რუსეთის კურსკის ოლქში

წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიჭრა რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად.

უკრაინის ლუგანსკის ოლქთან მოსაზღვრე ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი ტელეგრამზე წერს, რომ დრონი ქალაქ ვორონეჟის ტერიტორიაზე, ბელინსკის ქუჩაზე ჩამოვარდა. გუსევის ინფორმაციით, ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობენ.

რამდენიმე რუსული ტელეგრამ-არხი წერს, რომ სავარაუდოდ, დრონის სამიზნე იყო ქალაქ ვორონეჟში მდებარე საავიაციო ქარხანა, თუმცა, აპარატი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა.

რუსეთის რეგიონებში გახშირდა დრონებით შეტევა. რუსეთის ხელისუფლება ადანაშაულებს უკრაინის არმიას, რომლის სარდლობა, როგორც წესი, მსგავს ბრალდებებს უკომენტაროდ ტოვებს.

XS
SM
MD
LG