Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW ყირგიზეთის კანონმდებლებს მოუწოდებს, უკან გაიწვიონ "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტი


სადირ ჯაფაროვი, ყირგიზეთის პრეზიდენტი
სადირ ჯაფაროვი, ყირგიზეთის პრეზიდენტი

უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი" (HRW) ყირგიზეთის პარლამენტარებს მოუწოდებს, გაიწვიონ კამათის გამომწვევი "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტი. HRW-ის შეფასებით, კანონპროექტი "მძლავრად რეპრესიულია" და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფების "დისკრედიტაციას და სტიგმატიზაციას", რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ - როგორც რუსეთში, სადაც მსგავსმა კანონმა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას დიდი დარტყმა მიაყენა.

"კანონპროექტი შეუსაბამოა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებთან, ის ზღუდავს ასოცირებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და ზოგ შემთხვევაში შემოაქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მათი თანამშრომლებისთვის", - ამბობს 9 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში HRW-ის შუა აზიის მკვლევარი სინიათ სულტანალიევა.

კანონპროექტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ფინანსურ ან სხვა სახის დახმარებას უცხოეთის ორგანიზაციებისგან იღებენ, ოფიციალური რეგისტრაცია უნდა გაიარონ "უცხოეთის წარმომადგენლებად". ამ წესთან დაუმორჩილებლობას მოჰყვება არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის, მათ შორის საბანკო ოპერაციების შეწყვეტა 6 თვის ვადით ან რეგისტრაციის გავლამდე.

XS
SM
MD
LG