Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში 25,5 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დადასტურდა-ჟურნალისტური გამოძიება

საილუსტრაციო ფოტო: უკრაინაში დაღუპული რუსეთის სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლების სასაფლაო
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინაში დაღუპული რუსეთის სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლების სასაფლაო

16 ივნისის მდგომარეობით, უკრაინასთან ომში შესაძლებელი გახდა 25528 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის დადასტურება. მათ შორის, 2,498 ადამიანი მობილიზებულთა შემადგენლობიდანაა. დანაკარგების შესახებ ასეთი მონაცემები Mediazon-ის ჟურნალისტების იმოწმებენ ბი-ბი-სის რუსულ სამსახურთან და მოხალისეთა გუნდთან ერთად.

ჟურნალისტებმა ასევე შეძლეს დაედგინათ რუსეთის არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურის 2150 რუსი ოფიცრის დაღუპვა. მათ შორის 251 პოლკოვნიკიდან - გენერლამდე უფროსი ოფიცრის წოდებას ატარებდა.

გამოცემების ანგარიში, ქალაქ ბახმუტზე ზამთრის შტურმის დროს რუსეთის არმიას შეეძლო დაეკარგა უფრო მეტი სამხედრო, ვიდრეო ომის პირველი კვირის განმავლობაში ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით განხორციელებული ოპერაციის დროს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროებს და ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ ციფრებზე კომენტარს არ აკეთებს. საკუთარ დანაკარგებს არც უკრაინა ამჟღავნებს, სამაგიეროდ უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ომის 478 დღის განმავლობაში დაახლოებით 218000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

XS
SM
MD
LG