Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ედისონ რისერჩის" გამოკვლევით, EU-ში საქართველოს გაწევრებას 90% ემხრობა, ნატოში - 85%


ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით, საერთაშორისო კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა" საქართველოში ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერს.

„ედისონ რისერჩის" გამოკვლევით, მოსახლეობის 85% ნატოში საქართველოს გაწევრებას ემხრობა.

შეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრებას ნატოში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მხარს ვუჭერ - 85%;
  • ვეწინააღმდეგები - 15%.

ამავე გამოკვლევით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის აზრით, საქართველოს უსაფრთხოება დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის შემთხვევაში უკეთ უზრუნველყოფილი იქნება.

შეკითხვაზე, რომელ შემთხვევაში იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება უკეთ უზრუნველყოფილი, დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის შემთხვევაში თუ რუსეთთან, შედეგები ასე განაწილდა:

  • დასავლეთთან - 78%;
  • რუსეთთან - 13%;
  • არცერთთან - 9%.

„ედისონ რისერჩის" გამოკვლევის თანახმად, მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრებას. 10% წინააღმდეგია.

როგორც გამოკვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ„ქართული ოცნება" არ აკეთებს საკმარისს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად.

კომპანია „ედისონ რისერჩის"გამოკვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%.

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

  • რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს იგივე გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.
  • 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკების დასაწყებად შესასრულებელი პირობები განუსაზღვრა, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა.
  • საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 პირობა უნდა შეასრულოს.

ამ კვირაში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს. ახალ ანგარიშს ჯერ 21 ივნისს ბრიუსელში გააცნობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, შემდეგ კი მას სტოკჰოლმში, არაფორმალურ შეხვედრაზე, განიხილავენ ევროპის საქმეთა მინისტრები.

XS
SM
MD
LG