Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭიდან სოხუმის პორტში საკრუიზო ლაინერი „Князь Владимир-ი“ შევიდა


საკრუიზო ლაინერი „Князь Владимир-ი“
საკრუიზო ლაინერი „Князь Владимир-ი“

სოჭიდან სოხუმის პორტში შევიდა საკრუიზო ლაინერი „Князь Владимир-ი“. ეს რუსული გემის რიგით მეორე სატესტო რეისია ოკუპირებულ აფხაზეთში.

წელს ლაინერის 11 რეისია დაგეგმილი. ყოველკვირეული რეისები 29 ივნისიდან 11 სექტემბრამდე პერიოდში შესრულდება. კრუიზები 5-დღიანი იქნება და გემი 3 დღით სოხუმის საზღვაო პორტში დარჩება.

„აფხაზეთის საზღვაო ნაოსნობის“ გენერალურმა დირექტორმა დაურ არძინბამ განაცხადა, რომ ლაინერზე 56 მგზავრი იმყოფება.

„ისინი სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები არიან, რომლებიც საექსკურსიო მარშრუტებს შეისწავლიან. 96 ადამიანი - ისინი ეკიპაჟის წევრები არიან“, - დააზუსტა მან.

არძინბამ აღნიშნა, რომ 2019 წელს შესრულებული პირველი საცდელი რეისის შემდეგ, საკრუიზო გემების შესვლა 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა პანდემიისა და შემზღუდველი ზომების გამო.

„აფსნიპრესის“ თანახმად, „Князь Владимир-ი“ ერთადერთი სამგზავრო გემია, რომელიც სოხუმის პორტში შედის.

მანამდე „Князь Владимир-ი“ სოჭიდან ყირიმის მიმართულებით ასრულებდა რეისებს, მაგრამ მაისში სააქციო საზოგადოება „სოჭის საზღვაო პორტმა“ განაცხადა, რომ „ყირიმში ამ წელს არაფერი არ ივლის“.

XS
SM
MD
LG