ნავთობისა და გაზის ბრიტანული კომპანია Shell-ი კვლავაც ვაჭრობს რუსული გაზით მას მერე, რაც ერთი წლის წინ პირობა დადო, რომ რუსეთის ბაზარს დატოვებდა. არასამთავრობო ორგანიზაციის, Global Witness-ის ანალიტიკოსთა მონაცემებით, 2022 წელს Shell-ზე მოდიოდა ნავებით გადაზიდული რუსეთის გაზის დაახლოებით მერვედი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა ოლეჰ უსტენკომ კომპანია "სისხლიანი ფულის" მიღებაში დაადანაშაულა.
თავად Shell-ი აცხადებს, რომ ვაჭრობა შედეგია "გრძელვადიანი საკონტრაქტო ვალდებულებებისა" და ის არ არღვევს კანონს ან სანქციებს.