Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი ამბობს, რომ მოსკოვთან პირდაპირი ფრენები რუსებს ევროპაში გასვლაში დაეხმარება


კელი დეგნანი, საქართველოში აშშ-ის ელჩი
კელი დეგნანი, საქართველოში აშშ-ის ელჩი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 2 ივლისს კომენტარი გააკეთა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ. მისი თქმით, პირდაპირი ფრენები საშუალებას აძლევს რუსებს, რომ საქართველოს გავლით ევროპაში მოხვდნენ.

კელი დეგნანის თქმით, ევროპის გადაწყვეტილება, რუსეთისთვის კარი ჩაეკეტა, არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. „პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ იგი საშუალებას აძლევს არა მხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში“, - თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს რუსი მოსახლეობის ევროპაში გასვლას, - განაცხადა კელი დეგნანმა და დასძინა: „სწორედ ამიტომ არის ფრენების აღდგენა ასეთი შემაშფოთებელი.“

XS
SM
MD
LG