Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4-მდე გაიზარდა ლვოვზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


მაშველებს მიაქვთ ლვოვზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულის ცხედარი
მაშველებს მიაქვთ ლვოვზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულის ცხედარი

მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს უკრაინის ქალაქ ლვოვში, რუსული რაკეტით წუხელ განადგურებული სახლის ნანგრევებში. დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა 9 ადამიანი, მაშველებმა გადაარჩინეს 7, ევაკუირებულია 64. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

შსს-ს ცნობით, დანგრეულია მრავალბინიანი სახლის ორი სადარბაზოს მესამე და მეოთხე სართულები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა ლვოვში განადგურებული სახლის ვიდეოკადრები, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მტერს პასუხს აუცილებლად გასცემენ.

XS
SM
MD
LG