Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში შვედეთის გაწევრიანებას უნგრეთმაც დაუჭირა მხარი


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიატრო. 18 მაისი, 2023 წელი
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიატრო. 18 მაისი, 2023 წელი

უნგრეთის მიერ ნატოში შვედეთის შესვლის განცხადების რატიფიცირება „მხოლოდ ტექნიკური საკითხია“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიატრომ 11 ივლისს, მას შემდეგ, რაც წინა დღეს, 10 ივლისს, თურქეთი დასთანხმდა შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას.

ანკარის თანხმობის შემდეგ შეიქმნა პირობები იმისთვის, რომ ნატომ მსოფლიოს ერთიანობა აჩვენოს სამიტზე, რომლის მიზანი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერის დადასტურებაა.

უნგრეთი და თურქეთი ნატოს წევრი ბოლო ქვეყნები არიან, რომლებმაც უნდა დაამტკიცონ შვედეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ. "ახლა რატიფიკაციის პროცესის დასრულება მხოლოდ ტექნიკური საკითხია“, - განაცხადა სიიატრომ ფეისბუკით.

XS
SM
MD
LG