Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს მიაწვდის


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. პარიზი, 30 ივნისი, 2023 წელი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. პარიზი, 30 ივნისი, 2023 წელი

საფრანგეთი უკრაინას მიაწვდის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს, რაც კიევს შესაძლებლობას მისცემს, დაიცვას თავი, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 11 ივლისს.

Reuters-ს მისი სიტყვები მოჰყავს: „გადაწყვეტილება მივიღე, გავზარდო იარაღის და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებს მიეცეთ ღრმა დარტყმების შესაძლებლობა ჩვენი დოქტრინის გათვალისწინებით, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი ტერიტორიის დაცვა“, - განაცხადა მაკრონმა ვილნიუსში, ნატოს სამიტზე ჩასვლისას.

მან უარი ქვა დაეკონკრეტებინა, თუ რა სახის იარაღს მიაწვდის უკრაინას და როდის.

XS
SM
MD
LG