Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ტაგანროგში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაშავდა


აფეთქება ტაგანროგში. 28 ივლისი, 2023.
აფეთქება ტაგანროგში. 28 ივლისი, 2023.

როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში აფეთქების ხმა გაისმა, ქალაქის თავზე გამოჩნდა კვამლის სვეტი. ამის შესახებ პორტალი 161.Ru იტყობინება.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სახლებში ფანჯრებმა ზრიალი დაიწყო. ტელეგრამის არხის, „112-ის“ ცნობით, აფეთქება მოხდა რესტორან „ჩეხოვ სადთან“. როგორც ტასი წერს სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით, ტაგანროგის კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაშავდა.

ტელეგრამის არხი „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“ იუწყება, რომ, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მოხდა სახელმწიფო ბანკის ეზოში.

აფეთქების ფაქტი როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა დაადასტურა და განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, „აფეთქდა რაკეტა“.

XS
SM
MD
LG