Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომიდან შინ დაბრუნებული "ვაგნერელი" მასობრივი მკვლელობისთვის დააკავეს


იგორ სოფონოვი ეჭვმიტანილია 6 კაცის მკვლელობაში
იგორ სოფონოვი ეჭვმიტანილია 6 კაცის მკვლელობაში

კარელიაში ექვსი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილი დაქირავებული მებრძოლი, 37 წლის იგორ სოფონოვი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უკრაინაში მიმდინარე ომიდან. იგი უარყოფს დანაშაულის ჩადენას.

1 აგვისტოს კარელიის პრიონეჟსკის რაიონის სოფელ დერევიანოეში ექვსი ადგილობრივი მცხოვრებლის ცხედარი იპოვეს. მკვლელობები ერთმანეთისგან ორას მეტრში მდებარე ორ კერძო სახლში მოხდა. ორი კაცი - მამა და ვაჟი - მოკლეს პირველ სახლში, ხოლო სამი კაცი და ქალი - მეორეში. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ბოროტმოქმედმა ორივე სახლის დაწვა სცადა.

ცხედრების აღმოჩენიდან ექვსი საათის შემდეგ პოლიციამ დააკავა მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილები - სოფონოვი და 38 წლის მაქსიმ ბოჩკარევი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე ეჭვმიტანილი ადრე ერთ კოლონიაში დიდხანს იხდიდა სასჯელს: პირველი – მკვლელობის მცდელობისთვის, ყაჩაღობისთვის, ძარცვისა და ქურდობისთვის, მეორე – გაუპატიურებისთვის, სექსუალური ძალადობისთვის, ასევე ყაჩაღობისთვის, ძარცვისა და ქურდობისთვის. 2022 წელს სწორედ ამ კოლონიაში გადაიბირა სოფონოვი "ვაგნერმა" და საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის უკრაინაში გაგზავნა. მას შემდეგ ყოფილი მსჯავრდადებული შეიწყალეს.

სოფელ დერევიანოეს მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ სოფონოვი ომიდან ამ წლის გაზაფხულზე დაბრუნდა. თვითმხილველი თანასოფლელების თანახმად, ამის შემდეგ იგი ბევრს სვამდა. ბოჩკარევის ბიოგრაფიაზე არაფერია ცნობილი. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ბოჩკარევი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ პოლიციამ სცემა.

  • უკრაინაში გაჩაღებულ ომში გასაგზავნად რუსეთის ციხე-კოლონიებში მყოფი პატიმრების რეკრუტირების დაწყებისას, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელი ევგენი პრიგოჟინი არ მალავდა, რომ, პირველ ყოვლისა, „მკვლელებითა და მძარცველებით იყო დაინტერესებული“.
  • ასე აღმოჩნდნენ გახმაურებული სისხლის სამართლის პროცესების მონაწილეები, მათ შორის დაქირავებული მკვლელები და სერიული მძარცველები, უკრაინის ფრონტის ხაზზე.
  • ვისაც გაუმართლა და ცოცხალი დაბრუნდა, ისინი, პრიგოჟინის შუამდგომლობით, შეიწყალეს და თავისუფლება უბოძეს, ხოლო ვინც დაიღუპა, მიუხედავად იმისა, სასტიკი მკვლელი იყო თუ ჯიბის ქურდი, „სამხედრო პატივითა და დიდებით“ დაკრძალეს რუსეთის ვრცელ ტერიტორიაზე მიმობნეულ ძმათა სასაფლაოებზე.

XS
SM
MD
LG