Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენმა რაჭის სტიქიის გამო სამძიმარი გამოთქვა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

რაჭაში, კურორტ შოვში, განვითარებულ სტიქიას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მან სამძიმარი ტვიტერზე გამოაქვეყნა.

„შეერთებული შტატები უსამძიმრებს საქართველოში მეწყრით დაზარალებულებს. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველთა თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ სიცოცხლის გადასარჩენად და დაშავებულთათვის დახმარების აღმოსაჩენად", - წერს ბლინკენი.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა.

ბოლო ცნობებით, სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, ნაპოვნია 19-ის ცხედარი. ოფიციალური მონაცემებით, ეძებენ 15-ს, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რამდენი ადამიანი იყო იქ, შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG