Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონმა ისლამ ქარიმოვის შვილს, გულნარას, ჩამოართვა ქონება ბრიტანეთში


გულნარა ქარიმოვა, საარქივო ფოტო
გულნარა ქარიმოვა, საარქივო ფოტო

ბრიტანეთის სერიოზული თაღლითობის ოფისმა (SFO) განახორციელა უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი ისლამ ქარიმოვის ქალიშვილის, გულნარას ქონების კონფისკაცია ბრიტანეთში. საუბარია ორ ბინასა და სასახლეზე. ჩამორთმეული ქონების ღირებულება 25,5 მილიონ დოლარს აჭარბებს. ქარიმოვა ამჟამად 13-წლიანი პატიმრობის სასჯელს იხდის უზბეკეთში, ფულის გათეთრების ბრალდებით.

შვეიცარიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში ქარიმოვასთან დაკავშირებული აქტივების საერთო ღირებულება 1.4 მილიარდ დოლარამდეა. უზბეკეთი ცდილობს, სულ მცირე, 1 მილიარდის დაბრუნებას.

51 წლის ქარიმოვა, რომელსაც ერთ დროს მამამისის შესაძლო შემცვლელად განიხილავდნენ, ასევე დაკავშირებულია შვედეთსა და შვეიცარიაში მიმდინარე ფულის გათეთრების გამოძიებებთან.

XS
SM
MD
LG