Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსებმა კვლავ დაბომბეს ზაპოროჟიე


რუსეთის იერიშის კვალი ზაპოროჟიეში. 10 აგვისტო, 2023 წელი
რუსეთის იერიშის კვალი ზაპოროჟიეში. 10 აგვისტო, 2023 წელი

10 აგვისტოს რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეზე კვლავ მიიტანა სარაკეტო იერიში, რომლის შედეგადაც 9 ადამიანი დაიჭრა და ერთი დაიღუპა. შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს თქმით, დაღუპული ქალია.

"სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი კვლავ იქნა არჩეული რუსული ტერორისტული დარტყმის სამიზნედ", - წერს ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო ზაპოროჟიეს მორიგი დაბომბვა და ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს დაბომბვის შემდეგ გაჩენილი ხანძარი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქალაქში ორი აფეთქების შესახებ იტყობინება.

წინა ღამით რუსმა ჯარებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა.

XS
SM
MD
LG