Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონებით შეტევაზე ცნობების ფონზე, მოსკოვში დროებით დაიკეტა ყველა დიდი აეროპორტი


რუსეთის პოლიციელები დრონებით განხორციელებული შეტევის ადგილას, 2023 წლის აგვისტო
რუსეთის პოლიციელები დრონებით განხორციელებული შეტევის ადგილას, 2023 წლის აგვისტო

რუსეთი იუწყება მოსკოვზე დრონებით მიტანილი კიდევ ერთი იერიშის შესახებ 26 აგვისტოს, რის გამოც დედაქალაქის სამივე დიდ აეროპორტში დროებით შეჩერდა მუშაობა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა ისტრინსკის არეალში, კრემლიდან დასავლეთით, 50-მდე კილომეტრის მოშორებით.

მოსკოვის სამმა დიდმა აეროპორტმა - შერემეტიევომ, დომოდედოვომ და ვნუკოვომ - ფრენები რამდენიმე საათით შეწყვიტა, იუწყება სააგენტო TASS-ი.

ერთი დღით ადრე დრონებით შეტევის შესახებ ცნობები ვრცელდებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის ტერიტორიიდან. რუსეთმა უკრაინას დასდო ბრალი 25 აგვისტოს განხორციელებულ შეტევაში და უწინდელ იერიშებშიც, რომლებიც კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მას მერე, რაც მაისის დასაწყისში კრემლის თავზე ორი დრონი იქნა განადგურებული.

პარალელურად, 25 აგვისტოს ფრონტის ხაზზე მოხდა 40-ზე მეტი სახმელეთო შეტაკება, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 26 აგვისტოს დილით.

XS
SM
MD
LG