Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშელი: მზად უნდა ვიყოთ, ორივე მხრიდან, 2030 წლის გაფართოებისთვის


შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სლოვენიაში ბლედის სტატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრისას კონკრეტულული თარიღი დაასახელა და თქვა, რომ ევროკავშირიც და მომავალი წევრი სახელწიფოებიც 2030 წლისთვის უნდა მოემზადონ. გაფართოებაზე საუბრისას მიშელმა დაასახელა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.

გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. და იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იქნება რთული და ზოგჯერ მტკივნეულიც, მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის და ევროკავშირისთვისაც“,- შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის მომავალი სტრატრეგიული დღის წესრიგის განსაზღვისას უნდა დაისახონ ცხადი მიზანი.

მჯერა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ - ორივე მხრიდან - 2030 წლის გაფართოებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს ჩვენს საერთო მიზნებს, ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი, ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი. ეს შესძენს იმპულსს, ეს შესძენს გარდაქმნის იმპულსს რეფორმებს. ეს გამოიწვევს ინტერესს, ინვესტიციებს და უკეთეს ურთიერთგაგებას“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

მანვე აღნიშნა, რომ გაძლირებისა და დაცულობისთვის ევროკავშირს სჭირდება გაფართოება.

„რათა გახდეს უფრო ძლიერი და დაცული, ევროკავშირს სჭირდება კავშირების გაძლიერება და ძლევამოსიდან ქცევა, ამიტომაც დადგა დრო დავკავდეთ გაფართოების გამოწვევით. ჩვენთვის ევროკავშირისთვის და ჩვენი მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის. დიახ, მჯერა ასე უნდა ვუწოდოთ ქვეყნებს, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ ევროპული პერსპექტივა. დადგა დრო, როცა თავი უნდა დავაღწიოთ გაურკვევლობას, დროა გამოწვევებს ნათლად და გულწრფელად გავუმკლავდეთ. დასავლეთ ბალკანეთის გზა ევროკავშირისკენ 20 წლის წინ დაიწყო, რეგიონისა ევროპის გულში და ევროკავშირით გარშემორტყმულის. რეგიონი, რომელმაც კონფლიქტი გადაიტანა იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. 2003 წლის სალონიკის სამიტმა დაამტკიცა ევროპული პერსპექტივა დასავლეთ ბალკანეთისთვის. მაგრამ ევროკავშრისკენ სვლის ნელმა ტემპმა ბევრს იმედი გაუცრუა. რეგიონშიც და ევროკავშირშიც“, - განაცხადა მიშელმა, რომელმაც გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გამონათქვამი მოიშველია და თქვა, რომ ეთანხმება მას - „ევროპამ დაპირებებს უნდა უერთგულოს“.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG