Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ აღკვეთა "უკრაინელი დივერსანტების" რეიდი ბრიანსკის რეგიონში


ბრიანსკის რეგიონში, ადგილობრივი გუბერნატორის თქმით, რუსმა მესაზღვრეებმა "უკრაინელი დივერსანტების" თავდასხმა მოიგერიეს. თავის მხრივ უკრაინის მხარეზე მებრძოლმა "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" განაცხადა, რომ რეიდის დროს რუსეთის მხრიდან ორი მესაზღვრე დაიღუპა. ამის შესახებ ცნობას „მედუზა“ ავრცელებს.

მანამდე ტელეგრამის არხი "ბაზა" იუწყებოდა 4 სექტემბრის დილით ბრიანსკის რეგიონში, სოფელ პოდივოტიეს მახლობლად მომხდარი შეჭრის მცდელობაზე, რომელშიც 15-დან 30 უკრაინელი დივერსანტი მონაწილეობდა. "ბაზის" წყაროები იტყობინებიან რომ შეტაკების დროს სასაზღვრო სამსახურის ერთი მებრძოლო დაიღუპა, კიდევ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი დაშავდა.

ბრიანსკის რეგიონში მომხდარ დივერსიაზე პასუხისმგებლობა აიღო "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა " (RDK), რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის და მანამდეც არაერთი რეიდი განახორციელა რუსეთის ზურგში.

31 აგვისტოს რუსეთის უშიშროების სამსახურმა და ბრიანსკის რეგიონის ხელისუფლებამ "უკრაინელი დივერსანტების ჯგუფის" რეგიონის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ განაცხადეს. რუსეთის სპეცსამსახურების მტკიცებით, მაშინ ორი" ბოევიკი " დაიღუპა და კიდევ ხუთი დააკავეს.

"რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა "და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“, რომელიც ასევე იბრძვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე, ადრე მოაწყვეს რამდენიმე რეიდი ბელგოროდისა და ბრიანსკის რეგიონებში. 31 აგვისტოს "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" განაცხადა, რომ ის უპილოტო თვითმფრინავებით თავს დაესხა კურსკის რეგიონში მდებარე სამხედრო აეროდრომს.

საზღვარზე მომხდარ დივერსიულ აქტებთან დაკავშირებით კიევმა განაცხადა, რომ უკრაინას მათთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა, რადგან "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" არ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი და რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება.

XS
SM
MD
LG