Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს გურიაში სტიქიის ზონაში


სტიქია გურიაში
სტიქია გურიაში

გურიაში სტიქიის ზონაში მაშველებმა მეორე ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად 1 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შსს მიერ 8 სექტემბერს დილით გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცით სამძებრი სამუშაოების მიმდინარეობდა სულ სამი დაკარგული ადამიანი მიმართ. მათ შორის ორი არასრულწლლოვანია.

8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის მუნიციპალიტეტის მრავალი სოფელი დაზარალდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭყვამ ქობულეთის ქუჩები დატბორა.

XS
SM
MD
LG