აშშ-მა შესაძლოა, წლის ბოლომდე დაასრულოს უკრაინის პილოტების პირველი ჯგუფის წვრთნა F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში, თუმცა მათ მიერ საბრძოლო მისიების შესრულების დაწყებას უფრო მეტი დრო დასჭირდება, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მაიკლ ლოჰმა 12 სექტემბერს მერილენდში, საჰაერო ძალების ყოველწლიურ ყრილობაზე.
უკრაინელი პილოტები წვრთნის გასავლელად ოქტომბერში უნდა ჩავიდნენ არიზონის შტატში.
უკრაინას სურს, მიიღოს F-16 ტიპის 50 თვითმფრინავი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოში განაცხადა, რომ უკრაინა 42 ასეთ საბრძოლო ხომალდს მიიღებს.