Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონ დერ ლაიენი: უკრაინა მძლავრ ნაბიჯებს დგამს, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებამდე წინ ბევრი სამუშაოა


ურზულა ფონ დერ ლაიენი
ურზულა ფონ დერ ლაიენი

მას შემდეგ, რაც 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, უკრაინამ მძლავრი ნაბიჯები გადადგა ბლოკში გასაწევრიანებლად, თუმცა სრული გაწევრიანება არის მიღწევებზე დაფუძნებული პროცესი და წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, - განაცხადა 13 სექტემბერს ყოველწლიურ გამოსვლაში ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს, ევროკომისიის, პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენმა ევროპის პარლამენტს მიმართა მაშინ, როცა 27 წევრისგან შემდგარი ბლოკი იწყებს განხილვას, დეკემბერში კიევთან უნდა გაიხსნას თუ არა შემდგომი დიდი ეტაპი - ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკება.

XS
SM
MD
LG