Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაზე სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა სამხატვრო მუზეუმის შენობა

ფოტო არქივიდან. ოდესის სამხატვრო მუზეუმი
ფოტო არქივიდან. ოდესის სამხატვრო მუზეუმი

რუსულმა არმიამ მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ოდესაზე. სარაკეტო შეტევის გამო, საჰაერო განგაში 5 ნოემბერს ღამით გამოცხადდა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაზიანებულია საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და შენობები.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რუსული რაკეტა ჩამოვარდა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარე სამხატვრო მუზეუმის შენობის მახლობლად. დაზიანებულია შენობის კედლები და ჩამსხვრეულია ფანჯრები.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე შეტევა მიიტანეს 5 ნოემბერს, საღამოსაც. დაიჭრა 5 ადამიანი.

XS
SM
MD
LG