Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი - ნაბიჯი საით? დემოკრატიიდან? თუ დემოკრატიისკენ?


ავტორი: გოგა ლობჯანიძე

რა არის დემოკრატია, რატომ სჭირდება ხალხს ის? რატომ დაძლია ადამიანთა ერთობამ ბუნებრვი მდგომარეობა და მივიდა საზოგადოებრივ წესწყობილებამდე? ამაზე პასუხი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ადვილი მისახვედრია თუ რას მოასწავებს 5 პროცენტიანი ბარიერი დემოკრატიზაციის გზაზე მდგომი ქვეყნისათვის, სადაც ლიბერალურ საწყისებს და კანონის უზენაესობას ჯერ კიდევ არ გაუდგამს ფესვები მაყარად, რადგან „აქ ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი“ როგორც ეს ორუელმა აღნიშნა საბჭოთა ტოტალიტარიზმზე საუბრისას „ცხოველების ფერმა“-ში.

დემოკრატიის, წარმომადგენლობითი ფორმა, რაც თანამედროვე საზოაგდოებას ახასიათაებს, ე.წ „მინიმალური დემოკრატია“გადის არჩევნებზე და ყველაზე მარტივი გაგებით, სწორედ თავისუფალი და თანასწორი არჩევნებია ის მცირედი ბიძგი, საიდანაც დემოკრატიის ჩანასახებზე იწყება საუბარი. ხოლო თავისუფალ და თანასწორ არჩევნებს, რომ ამ კალიბრის ბარიერი ხელს არ უწყობს, საქართველოში ჯერ კიდევ 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მიხვდნენ და სწორედ დაბალმა საარჩევნო ბარიერმა განაპირობა არნახული მრავალპარტიულობა, 24 პოლიტიკური სუბიექტის სახით. ხოლო 1995 წელს, როდესაც ბარიერმა კვლავ 5%-მდე აიწია, პარლამენტში მოხვედრილი პარტიების რაოდენობამ 3-ს მიაღწია. 30 წლის თავზე კი კვლავ გვიწევს მრავალპარტიულობის მნიშვნელობის განხილვა ქვეყნისთვის, რომელიც დასავლური პოლიარქიების გზას დადგომია.

ბატონმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა შემდეგი შინარსის გაცხადება :

“5%-იანი მხარდაჭერის მიღებას, დაახლოებით, 95 000 ხმა სჭირდება, როდესაც ამ ხმას ვერ იღებ, ეს ნიშნავს, რომ პარტია არ ხარ. ლელო-გირჩი-გახარია და სხვები არა პოლიტიკური პარტიები, არამედ რამდენიმე ადამიანებისგან შედგენილი კლუბებია. ასეთი პარტიებისთვის ჩვენი მხრიდან ბარიერის დაწევა მიზანშეწონილი არაა”

ბატონი ირაკლის და სამთვარობო პარტიის პასუხად, ჯონ სტიუარტ მილი, ინდივიდის ხელშეუხებელი თავისუფლების სამ სფეროს გამოჰყოფდა, ჯერ კიდევ, 1859 წელს:

1) სინდისის, აზრისა და შეხედულების თავისუფლება;

2) ქმედების, საკუთარი ცხოვრების წესის არჩევის, გემოვნებისა და მისწრაფებების თავისუფლება;

3) სხვა ინდივიდებთან (მათი თანხმობის პირობით) დაკავშირების და გაერთიანების თავისუფლება ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც სხვებს არ ვნებს

სამივე პრინციპი, რომელიც ინდივიდს არსებობისათვის აუცილებლელი საჭიროებაა, ამ ბარიერით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კანონპროექტის შემოქმედმა, რადგან ასეულობით ათას ადამიანს, რომელიც ჯამურად მილიონსაც კი აჭარბებს, უთხრა რომ მათი აზრი, მათი წარმომადგენლები (პარტიები-დამოუკიდებლი კანდიდატები), ვინც გადებული ხიდი უნდა იყოს, ხალხის ინტერესების აგრეგაციის და არტიკულაციისას, საჯარო ხელისუფლებამდე, უმიშვნელოა. თუმცა სანამ ბარიერის უკუჩვენებებს გავივლით დეტალებში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში, არც პირდაპირი და არც წარმომადგენლობითი დემოკრატია არ იძლევა იმის შესაძლელობას, რომ ყველა ადამიანის ინტერესი დაკმაყოფილდეს. ამიტომაც ხშირად დემოკრატიას უმრავლესობის ტირანიადაც მოიხსენიებენ, თუმცა 5%-ნი ბარიერის ფონზე, შესაძლოა უმცირესობის ტირანიადაც კი მოგვევლინოს.

ახლა განვიხილოთ არსებული მდგომარეობა მათემატიკური სიზუსტით და შევცუროთ სტატისტიკური მონაცემების მორევში, რომელიც ხშირ შემთხვევაში აგდებულადაც კი მოიხსენიება, მას მერე რაც ბერნარდ შოუმ სარკასტულად განმარტა იგი: „სტატისტიკა გვეუბნება, რომ თუ ჩემი მეზობელი ყოველდღე უსწორდება ცოლს ფიზიკურად, ხოლო მე არასდროს, ამ მეცნიერების კვლადაკვალ გამოდის, რომ ჩვენ ორივე ვცემთ მეუღლეს დღე გამოშვებით“ აქ საუბარია სტატისტიკის სიზუსტეზე, რაც გენერალური ერთობლიობიდან შერჩევითი ჩარჩოს მიღებული ინფორმაციის რეპრეზენტატულობას, ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში საქმე გვექნება საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის საერთო რაოდენობასთან, რაც მაქსიმალური სიზუსტისთვის მინდა აღინიშნოს, რომ ყოველდღიურად იცვლება, როცა - არჩევნებში მონაწილეობის მქონე მოქალაქე გარდაიცვლება, 18 წელს მიღწეული კი ამ უფლებას იძენს.

ცესკოს ოფიციალური მონაცემებისა და სხვა ალტერნატიული წყაროების მიხვედვით, ასეთი ადამიანების რიცხვი 3 497 345 -3 537 719 მერყეობს. ამიტომ გამოთვლებისთვის პირობითად ავღიღოთ 3 500 000. ახლა ავიღოთ 5% ბარიერის გადალახვისთვის საჭირო ამომრჩეველთა რაოდენობა, რაც არის არა 95 000 არამედ 175 000, დაახლოებით ორჯერ მეტი იმ რიცხვზე, რაც ბატონმა ირაკლიმ ივარაუდა. ახლა გადავიდეთ პარტიების რაოდენობაზე, რომელთა მოვალეობაც ხალხის ინტერესების გამოხატვაა და ყველა მათგანს, ცუდია თუ კარგი, ჰყავს თავისი ელექტორატი და საერთო ინტერესების ქვეშ გაერთაინებული ჯგუფი, ვისაც კონსტიტუციურად აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი და ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, ასეთი პარტიების რაოდენობა საჯარო რეესტრის მიხედვით 300-ს აჭარბებს, მაგრამ განვიხილოთ საპარლამენტო მანდატების მქონეთა ობიეტური რიცხვი: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის მიერ, 2023 წლის 14 სექტემბერ-14 ოქტომბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გვაქვს ასეთი სურათი: საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

რაც ნიშნავს შემდეგს: მილიონობით ადამიანის აზრს ფეხქვეშ თელავენ 12 პარტიის წარმომადგენლობის სახით. რაღა თქმა უნდა ყველა მათგანმა შესაძლოა ვერ მოიპოვოს ხმების ის რაოდენობა, რომელიც 5%-იან ბარიერთან იქნება ახლოს მდგომი, თუმცა რა მოხედება მაშინ, თუ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ან არჩევანის უფლების მქონე მოქალაქეთა დარჩენილი ნახევარიც გამოვა უბნებთან? რა იქნება თუ 12-მა მათგანმა მიიღო ხმების 4,5% ან თეორიულად ავიღოთ 5%-ზე 0.1 ნაკლები, რაც ავტომატურად ნიშნავს დაახლოებით 169 000-ჯერ 12 ადამიანის, რაც ჯამურად 2 028 000 განსხვავებული აზრის არამარტო ფეხქვეშ გათელვას, არამედ ზღვარ გადალახული ორიოდე პარტიის ანგარიშზე მიწერას ნიშნავს. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, შესაძლოა ამ კანონის შესაბამისად, მოხდეს ისე რომ 2 მილიონზე მეტი ადამიანის ინტერესი ანულირდეს და არამარტო ანულირდეს, არამედ ამ ადამიანების ხმები გადანაწილდეს და მიეწეროს იმ პარტიებს ვის წინააღმდეგაც მიიღო ამომრჩეველმა აღნიშნული გადაწყვეტილება.

პ.ს ამავდროულად კანონმდებლობით აკრძალულია ბლოკების შექმნა, რაც დიდი ალბათობით მცირე პარტიებს აიძულებს იდენტობა დაკარგონ და შეუერთდნენ დომინანტებს, ან შექმნან მინიმალური ხმების კოალიცია ერთი პარტიის ჭერქვეშ, რათა საკმარისი იყოს ბარიერის გადასალახად. მსგავსი ნაბიჯი კი მოასწავებს იმ ადამიანების ინტერესების აბუჩად აგდებას, ვისი წარმომადგენლებიც შესაძლოა შეუერთდნენ ისეთ პარტიას, რომელიც ამ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ელექტორალურ იდენტიფიკაციას სრულიად არ იზიარებს.

რეკომენდაცია: ეს არის ნაბიჯი დემოკრატიიდან ძალიან ახლო, ახლო ან შორეულ წარსულში, ხალხს კი წისნლა სურს. ნუ გაიმეორებთიმ პოლიტიკური ინდივიდების წარსულ შეცდომებს, რის გამოც ახლა ხელგეწიფებათ კონსტიტუციით ლავირება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG