Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ექთნების დეფიციტია, სისტემაში მომუშავე ექთნების 37.5% 50 წელს გადაცილებულია - აუდიტი


სამედიცინო პერსონალი კოვიდ-19 პანდემიისას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში
სამედიცინო პერსონალი კოვიდ-19 პანდემიისას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში

საქართველს ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული ექთნების 66,5%-ის ხელფასი 1200-ლარზე ნაკლებია, ქართველი ექთნების 37.5% 50 წელს გადაცილებულია, საქართველოს რეგიონების კლინიკებს კი იმაზე ორჯერ ნაკლები ექთანი ჰყავს, ვიდრე თბილისის სამედიცინო დაწესებულებებს - ეს რეალობა აჩვენა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულმა დოკუმენტმა, რომლის მიზანიც საქართველოში სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების შემოწმება და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გამოკვეთა იყო.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საქართველოში ექთნების დეფიციტია, სახელმწიფო ვერ ახერხებს არსებული კადრების უწყვეტი განათლების სისტემით უზრუნვეყოფას და ამავდროულად ახალგაზრდა კადრების მოზიდვას ამ პროფესიაში. შედეგად, გვაქვს უთანასწორო მდგომარეობა საქართველოს დედაქალაქისა და პერიფერიულ კლინიკებში და არათანაბარი შეფარდება ექიმებისა და ექთნების საჭირო რაოდენობასთან.

  • 100,000 მოსახლეზე თბილისში ფიქსირდება 828 ექთანი. ეს რიცხვი მოსახლეობის იმავე რაოდენობისათვის თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში, დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია−ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში;
  • 2020-2021 წლებში სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე გადაუდებელი მედიცინის 436 ექთნიდან, არც ერთი მათგანი არ იყო ჩართული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში.
  • ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-3 ექთანი მოდის. საქართველოში ექიმებისა და ექთნების რაოდენობა თითქმის თანაბარია: 2021 წელს ქვეყანას 100,000 მოსახლეზე 606 ექიმი და 595 პროფესიულად აქტიური ექთანი ჰყავს.
  • 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში აქტიური ექთნების რაოდენობამ შეადგინა 20,756, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი რაოდენობა. OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) წევრი 38 ქვეყნის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე უნდა მოდიოდეს 880 ექთანი. საქართველოში 2022 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 563 ექიმი მოდიოდა.
  • ექიმების სიჭარბის და ექთნების სიმწირის გარდა, პრობლემაა სამედიცინო კადრების არათანაბარი განაწილებაც: თბილისს, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 30% ცხოვრობს, დაახლოებით, 15,000 ექიმი ემსახურება. ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენ 70%-ს კი – მხოლოდ 8,000 ექიმი.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ექთნების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავე პრობლემად გამოჩნდა კოვიდ-19-ის პანდემიისას. სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოში ექიმების დაბალი ეფექტურობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სისტემაში არასაკმარისი ექთნების რაოდენობა იყოს.

XS
SM
MD
LG