Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვილი მიკვდება, ერთი ჭიქა რძე თუ შეიძლება


ავტორი: მიშო სორდია

"როგორ ფიქრობ იოსეფ, ღეუბლებს ქვემოთ ჩამოსვლა არ უნდებათ? "

"აბა, მე რავიცი დაიკო, ალბათ იქ უკეთ გრძნობენ თავს."

"მართალი ხარ! შენ დამდვილი გენიოსი ხარ! ვფიცავ ალაჰს, რომ გაიზრდები ექიმი გამოხვალ!"

ქალაქი ჩრდილების გარეშე დარჩა, შენობები ჩამომდნარ სანთლებს დაემსგავსნენ, მახრჩოებელა მტვრის ნაწილაკებმა გამოაშრე ქუჩები. ქვეყანამ თავისი შვილების სახელები დავიწყებას მისცა. სათვალავი აერია დუმილში აუღელვებლად გამქრალი ბავშვების.

ეს უკიდეგანო სინამდვილის მომაკვდინებელი ნაწილია, რომელიც დროსაც უსწრებს, ღმერთის სიტყვასაც და ბგერის სისწრაფესაც.

ღამე აქ ულამაზესია, ქვიშის სივრცულ დაფებს მომაჯადოებელი ვარსკლავთა ცეკვა ანათებს, სანამ უცხო მძიმე მეტალის უსულო სხეულები ციდან ჩამოვარდნას არ იწყებენ.

"ძამიკო, ძა მი კოოოო! ნეტა ალაჰს ისე ვუყვარვარ, როგორც კაცები, მთები ან თუნდაც, როგორც სიჩუმე?!"

"ფატიმა, თვალები ახლა გაახილე და უკვე სისულელეებს როშავ."

ფატიმამ თავისი პატარა თითები გადაგრიხა ერთმანეთში შესვა პაზლივით და ჩაფიქრიანდა.

თიხის ერთფეროვანი ქოხის ფანჯრებიდან ქალაქის გიჟი მაჰმუდის ხმა შემოესმათ.

"მუჯლუგუნი ერთი, მუჯლუგუნი ორი, მუჯლუგუნი სამი... აბა ჩიტები! აბა ბულბულები! შაშვები და მტრედები!"

მხიარულად პშტვენს, ნანგრევებს შორის მიაბიჯებს, ხან მტრედივით ღუღუნებს, ხანაც ბულბულივით გალობს, ( უფრო სწორად თუ ვიტყვით, ხავის ) ის უსახლკარო მაწანწალაა, გათენებიდან დაღამებამდე დახეტიალობს ვიწრო უფერულ ქუჩებში, გამუდმებით ცისკენ იყურება, აფორიაქებული იღიმის.

ფატიმამ სწრაფად ჩაიცვა თავისი ძონძები და მაჰმუდის შესახვედრად გავარდა. ადამიანების გაწეპილი სხეულები ირევიან ერთმანეთში, თითქოს ერთი მთლიანბა იყვნენ, რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებას ლამობენ.

ფატიმა ცდილობდა დაწეოდა ბრბოში გარეულ მაჰმუდს, როდესაც სირენების ხმა გაისმა, ეს დაბომბვის მომასწავლებელი, დამაყრუებელი წივილი იყო, რომლის დროსაც მთელი სოფელი არსაით გარბოდა. თითოეული თბილი სხეული უეცრად მოწყდა ადგილს და სიცოცხლის ძიებაში გაეშურა. დაბნეულმა ფატიმამ თვალები იცვალა, ადამიანების ნავლად მხოლოდ ნაჭრების მოძრაობას ხედავდა, ფარდების მსგავსი აჩრდილების შოუს მიღმა კი, გაშეშებული მაჰმუდი შეამჩნია.

მაჰმუდს თვალები ისე გადმოეკარკლა, თითქოს ნაადრევი მშობიარობა დაწყებოდა. ასე ჩუმად არასდროს ყოფილა. ციკსენ მიპყრობილი სახე გაუნათდა, გაიღიმა და მთელი სხეულით დაიყვირა : " აბა, ძროხები, კოპლებიანი, მსუქნები და რძიტ სავსეები, აბა ძროხები, ციდან მოწყბეტილი ძროხები! ჰაჰაჰა".

ფატიმამ აიხედა ცისკენ და დაინახა თუ როგორ მოფრინავდნენ ღრუბლებიდან პარაშუტისტი ძროხები, ზმუოდნენ, ხვანცალებდნენ და თავიანთი გაბერილი მუცლებით ყავისფერი მიწისაკენ მოიწევდნენ. სიცილით ამოივსეს მუცლები გიჟმა მაჰმუნდმა და პატარა ფატიმამ, გულიანად ხარხარებდნენ, როდესაც მთელი სოფელი დამალვას ცდილობდა მფრინავი ძროხებისგან.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG