Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის რეგიონში მომხდარი თავდასხმა "პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაციაა" - უკრაინის დაზვერვა


რუსეთის ხელისუფლებამ „სისხლიანი ტერაქტი“ უწოდა „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას
რუსეთის ხელისუფლებამ „სისხლიანი ტერაქტი“ უწოდა „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას

მოსკოვის მახლობლად „კროკუს სიტი ჰოლში“ ატეხილი სროლა პუტინის რეჟიმის ის მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომლის შესახებაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოითქვა გაფრთხილება, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.

"ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია. სიბერეში შესულმა რუსმა დიქტატორმა პუტინმა (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - რედ.) თავისი თავის განმეორება დაიწყო. მან პოლიტიკური კარიერა ასეთი დანაშაულებით დაიწყო და ცდილობს, ამითვე დაასრულოს“, - განაცხადა ანდრეი იუსოვმა „უკრინფოსთან“ კომენტარში.

მარტის დასაწყისში შეერთებული შტატების საელჩომ მოსკოვში მყოფ ამერიკელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. საელჩოს ოფიციალურ საიტზე 7 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკვირდებიან ცნობებს, რომელთა თანახმად, „ექსტრემისტები“ გეგმავენ მოსკოვში მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის კონცერტების დროს თავდასხმების ორგანიზებას.

აშშ-ის საელჩოს ეს გაფრთხილება რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩომაც გამოაქვეყნა და დაამატა, რომ ბრიტანელებს ურჩევენ, თავი შეიკავონ რუსეთში ნებისმიერი მოგზაურობისგან. დასავლეთის ამ სახელმწიფოების და რუსეთის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია უკრაინაში ომის გამო.

  • 22 მარტს, მოსკოვის დროით 18 საათზე, „კროკუს სიტი ჰოლში“ კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა ხუთმა პირმა იმ დროს გახსნა ცეცხლი, როდესაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო.
  • არხი 112, რომელიც ოპერატიულ ქრონიკებზე მუშაობს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სროლის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 40 ადამიანი და 100-ზე მეტი დაიჭრა.
  • რუსეთის ტელეარხ "როსია 24"-ის ცნობით, დაღუპულია 45 ადამიანი.
  • თავდამსხმელების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "კროკუს სისტი ჰოლზე" მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას "სისხლიანი ტერაქტი" უწოდა.

XS
SM
MD
LG