Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვამ ნოვი მოსკოვის აეროდრომზე ცეცხლმოკიდებული შვეულმფრენის ვიდეო გაავრცელა


საარქივო ფოტო. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო შვეულმფრენი Ka-32
საარქივო ფოტო. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო შვეულმფრენი Ka-32

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი Ka-32 შვეულმფრენი იწვის ნოვი მოსკოვში მდებარე ოსტაფევოს აეროდრომზე. სპეცსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ შვეულმფრენი, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის ოპერაციების მხარდასაჭერად გამოიყენებოდა, მთლიანად დაიწვა.

უკრაინის დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი 26 აპრილის ღამეს დაიწვა. გამოქვეყნებულ ვიდეოზე შვეულმფრენის სარეგისტრაციო ნომერი არ ჩანს. ჩანაწერიდან შეუძლებელია მისთვის მიყენებული ზიანის ხარისხის დადგენა.

მოსკოვს უკრაინული მხარის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო 26 აპრილს აეროდრომზე გაჩენილი ხანძარი არ დაუფიქსირებია.

უკრაინამ ბოლო ხანს რამდენჯერმე განაცხადა რუსეთის აეროდრომებზე დრონებით განხორციელებული იერიშებისა და რუსული ავიაციის განადგურების შესახებ, რაზეც ხშირ შემთხვევაში რუსეთი არ რეაგირებს.

XS
SM
MD
LG