Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უბრალოდ ჩემს პოზიციას გამოვხატავ" - რას ამბობს სამენოვანი ბანერის ავტორი


ბანერი რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიის წინ
ბანერი რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიის წინ

სამ ენაზე - ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე - შესრულებული ბანერი წარწერით: „ჩემი ოცნება ნეიტრალური საქართველოა“, გამოჩნდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის წინ.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ბანერის სიახლოვეს მყოფმა კაცმა, ის არის ინსტალაციის ავტორი, ჰქვია გიორგი დობორჯგინიძე, არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობის წევრი და უბრალოდ თავის პოზიციას გამოხატავს.

მისი თქმით, საქართველომ ნეიტრალიტეტის დაცვით უნდა შეძლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებთან ურთიერთობების ნორმალიზება.

ბანერის ფოტოები თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მის ავტორსა და დანიშნულებაზე აქტიურად მსჯელობდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG