Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა დედამიწაზე პირველად ჩამოიტანა გრუნტი მთვარის ბნელი მხრიდან


პეკინში, ქუჩაში, ეკრანზე, ახალი ამბების გამოშვებაში ჩანს "ჩანიე-6-ის" მთვარეზე დაჯდომის კადრები. 4 ივნისი, 2024 წელი
პეკინში, ქუჩაში, ეკრანზე, ახალი ამბების გამოშვებაში ჩანს "ჩანიე-6-ის" მთვარეზე დაჯდომის კადრები. 4 ივნისი, 2024 წელი

ჩინურმა უპილოტო კოსმოსურმა აპარატმა „ჩანიე-6-მა“ პირველად ისტორიაში დედამიწაზე ჩამოიტანა მთვარის გრუნტი, რომელიც აიღო დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ბნელ მხარეს.

ამის შესახებ იტყობინება ჩინეთის ეროვნული კოსმოსური უწყება(CNSA).

„ჩანიე-6-ს“ ორი კილოგრამი გრუნტის შესაგროვებლად ორი დღე ჰქონდა, სულ მისიას 53 დღე დასჭირდა.

„ჩანიე-6“ უკვე მესამე უპილოტო აპარატია, რომელიც მთვარეზე წელს დაჯდა. მანამდე მთვარეს სტუმრობდნენ იაპონიის და აშშ-ის საფრენი მოწყობილობები.

ჩინეთს სურს, რომ 2030 წლისთვის კოსმოსური აპარატი ეკიპაჟის თანხლებით გაუშვას. ჩინეთის მთვარის პროგრამის პარტნიორია რუსეთი.

აშშ გეგმავს, რომ მთვარეზე ასტრონავტები უკვე 2026 წლისთვის გაგზავნოს. მთვარის უკანა მხარე დედამიწიდან არასოდეს ჩანს. მისი გრუნტი შესწავლილი არ არის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG