Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არტიომ უსის გაქცევაში ბრალდებული ბოსნიელი იტალიამ გაათავისუფლა. აშშ-მა ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარი თქვა

ბოსნიის მოქალაქე ვლადიმირ იოვანჩიჩი
ბოსნიის მოქალაქე ვლადიმირ იოვანჩიჩი

ბოსნიის მოქალაქე, რომელიც რუსი ბიზნესმენის, არტიომ უსის იტალიაში შინაპატიმრობიდან უტიფარ გაქცევასთან დაკავშირებით დააკავეს, გათავისუფლებულია და ახლა იტალიელ გამომძიებლებთან თანამშრომლობს.

ამასთან, აშშ-ის პროკურატურამ, ამ ეტაპზე გაიწვია თავისი მოთხოვნა ვლადიმირ იოვანჩიჩის ექსტრადიციის შესახებ, რომელსაც 2023 წლის მარტში ასევე წაუყენეს აშშ-ში ბრალდება უსის გაქცევაში თანამონაწილეობისთვის.

ხორვატიაში პატიმრობიდან იოვანჩიჩის გათავისუფლება და აშშ-ის ექსტრადიციის პროცესის შეჩერება, რომელთა შესახებ ადრე არ იყო ცნობილი, არის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი განვითარება მიმდინარე გამოძიებაში იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა უსმა - გავლენიანი რუსი გუბერნატორის პოლიტიკური კავშირების მქონე ვაჟმა - იტალიისგან დასხლტომა აშშ-ისთვის მისი ექსტრადიციის წინა დღეს.

უსი იტალიამ დააპატიმრა მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაადანაშაულა კონტრაბანდის რთული და დახვეწილი ქსელის ზედამხედველობაში. ბრალდების თანახმად, ის ფარულად აგზავნიდა დასავლურ სამხედრო ტექნოლოგიას რუსეთში - რომელთაგან ზოგიერთი საბოლოოდ უკრაინის ბრძოლის ველებზე აღმოჩნდა.

მისმა გაქცევამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო იტალიის ხელისუფლება და გამოიწვია კრიტიკა პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ „ანომალიური“ იყო გადაწყვეტილებები, რომელთა გამო უსის გაქცევამდე მივიდა საქმე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG