საქართველოს მოქალაქეს არჩევნებზე ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ იმ უბანზე, სადაც ის არის რეგისტრირებული. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ქალაქშია დასაქმებული, თუმცა მათ ოფიციალურ საცხოვრებელ მისამართად სხვა დასახლება აქვთ მითითებული.
იმისთვის, რომ სასურველ ქალაქსა თუ უბანში მისცეთ ხმა, „გადაწერა“ აუცილებელია, რაც ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. იუსტიციის სახლები 20-ზე მეტ ქალაქშია.
გაითვალისწინეთ, რომ მისამართის შესაცვლელად აუცილებელია იმ ბინის მფლობელის თანხმობა, სადაც „ჩაწერას“ აპირებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ განახლებული სია ცესკოს არჩევნებამდე 19 დღით ადრე (7 ოქტომბრამდე) ეგზავნება. ამ ვადის გასვლის შემდეგ საარჩევნო სიებში ცვლილების შეტანა შეუძლებელია.
პასუხები სხვა კითხვებზე:
- რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები?
- ვარ თუ არა საარჩევნო სიაში - როგორ შევამოწმო?
- როგორ მოვძებნო, სად ვაძლევ ხმას?
- ვინ რა ნომრით იყრის კენჭს?
- როგორ მივცე ხმა, თუ არასდროს ვყოფილვარ არჩევნებზე?
- არჩევნების წინ როგორ გადავეწერო სხვა მისამართზე?
- არჩევნების დღეს საქართველოში არ ვარ - მაინც შემიძლია ხმის მიცემა?
- რუსეთში ვცხოვრობ - როგორ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა?
- არავინ არ მომწონს - რა მოხდება, თუ ბიულეტენში ყველას გადავხაზავ?
- ჩემს ბინაში ჩაწერილი უცხო ამომრჩეველი ვიპოვე - რა უნდა ვქნა?
ფორუმი