Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ვორონეჟის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო იარაღის საცავში ხანძრის გამო


(სალუსტრაციო ფოტო) იარაღის საწყობში ხანძრის გამო ვორონეჟის ოლქში 600 პირის ევაკუაცია მოხდა
(სალუსტრაციო ფოტო) იარაღის საწყობში ხანძრის გამო ვორონეჟის ოლქში 600 პირის ევაკუაცია მოხდა

იარაღის საწყობში ხანძარმა აიძულა ვორონეჟის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ოსტროგოჟის რაიონის ხელისუფლება, 600-მდე ადამიანის ევაკუაცია დაეწყოთ.

გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია 7 სექტემბერს დილით ჩამოგდებულმა დრონის ნამსხვრევებმა.

გუსევის თანახმად, მიმდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტის მოსახლეობა ევაკუირებულ იქნა უსაფრთხო არეალებში, არავინ დაშავებულა.

სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს ძლიერი ხანძარი და ისმის აფეთქებების ხმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა მხოლოდ, რომ უკრაინის დრონები ჩამოყარეს ბელგოროდის და კურსკის ოლქებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG