Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ოპოზიციური პარტიებისა და საიას გაერთიანებული სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.

13:34 13.11.2024

13:31 13.11.2024

გიორგი სანტურიანი, ცესკოს წარმომადგენელი: "თუ ყველა ინსტანციაში იგივე დავის დაწყებას გვთავაზობთ ამას არ ითვალისწინებს საარჩევნო და სასამართლო პრაქტიკა... იმიტომაა საუბნო დონე საოლქო დონე, ამაზე უკვე ნამსჯელია. თქვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობები საქმესთან შემხებლობაში არაა".

გიორგი სანტურიანი
გიორგი სანტურიანი

13:15 13.11.2024

საიას მორიგი შუამდგომლობა: ადგილზე დათვალიერდეს ბიულეტენები შემთხვევითი შერჩეული ოქლებიდან.

ცესკომ არგუმენტად სააპელაციო სასამართლოს 7 ნოემბრის გადაწყვეტილება მოიხმო, სადაც საიამ იგივე შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლეებმა ის არ დააკმაყოფილეს.

"ამ ეტაპისთვის ამ დავასთან მიმართებით რელევანტური ვერ იქნება, დავის საგანი არის შემაჯამებელი ოქმების კანონიერება", - ამ არგუმენტს იმეორებს ცესკო ყველა შუამდგომლობაზე.

მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თქვა, რომ მხარეები არ არიან შეზღუდულები წარმოადგინონ მტკიცებულებები და მოიპოვონ. თუმცა პროცესზე წარმოდგენილი არ არის.

13:11 13.11.2024

საიამ დააყენა შუამდგომლობა და მოუწოდა სასამართლოს დაავალოს ცესკოს სმარტმატიკთან გაფორმებული მარკირების შესყიდვის ხელშეკრულებების წარმოდგენა და გასაჯაროვება, ვინაიდან მათი სარჩელი ეყრდნობა ფარულობის დარღვევას და გამოჟონილი მარკერი ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია ჩარჩო-კონვერტთან ერთად.

ხმის მიცემის პროცესი ფოთში. 26 ოქტომბერი, 2024
ხმის მიცემის პროცესი ფოთში. 26 ოქტომბერი, 2024

შუამდგომლობას დაეთანხმნენ სხვა მოსარჩელეებიც ოპოზიციიდან და დაამატეს, რომ მიღება-ჩაბარებებსაც ითხოვენ. "მარკერი უნდა ყოფილიყო სწრაფადშრობადი, სწრაფადშრობადი კი არა, ჩვენ ვნახეთ როგორი სველი იყო, ვითხოვთ მარკერის ხელშეკრულებებს, შესყიდვის პირობებს, მიღება-ჩაბარების აქტებს", - თქვა თამარ კორძაიამ.

თინა ბოკუჩავამ პროცესზე გაიმეორა ის, რაც მანამდე მედიასთან თქვა: "მარკერების ჩანაცვლება მოხდა წინა დღეს, მოტყუებით. დამკვირვებლები ამბობენ, რომ ტენდერის მიხედვით მარკერები უნდა ყოფილიყო სმარტმატიკის და ბრენდირებული და არა ასეთი რომელსაც წარმოგიდგენთ", - განაცხადა ბოკუჩავამ და მოსამართლეს აჩვენა მარკერი, რომელიც სხდომაზე მოიტანა. ცესკო ამბობს, რომ დავის საგანი ეხება რამდენადაა კანონთან და სასამართლოს გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში შემაჯამებელი ოქმები და არა მარკერებს. ამასთან, სანტურიანისვე განმარტებით, საქმეს ახლავს სმარტმატიკთან დადებული ხელშეკრულებაც.

თამარ კორძაიამ დააზუსტა, რომ მათი ინტერესია, გაიგონ შესრულდა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ითხოვენ დამატებით დოკუმენტაციას. ცესკო ამტკიცებს, რომ მიღება- ჩაბარების აქტებიც ახლავს სატენდერო დოკუმენტაციას, რომელიც საჯაროა, მისი გამოთხოვა კი საქმესთან შემხებლობაში არაა. მოსარჩელე საპირისპიროს ამტკიცებს. მოსარჩელეების პოზიციაა, რომ ცესკომ მარკერები შეცვალა. ისინი მოუწოდებენ სასამართლოს ჩაატარონ ექსპერიმენტი ბიულეტენზე მარკერით, რათა მათი ნათქვამი დადასტურდეს, ასევე ცესკომ პროცესზე წარმოადგინოს ბიულეტენის ნიმუშები.

"შეზღუდული არავინაა ნახოს მიღება-ჩაბარების აქტები და ხელშეკრულება... დავა ეხება შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას.. მიგვაჩნია, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა", - თქვა მოსამართლემ და შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG