საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია საჯარო წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ მან ჯერ კიდევ ათი წლის წინ გააკეთა მკაფიო პოლიტიკური შეფასება ქვეყნის საგარეო კურსის საფრთხეში ყოფნის შესახებ, რაც მაშინ ასე საყოველთაოდ თვალსაჩინო არ იყო, როგორც დღეს.
“ხალხის ხმის ძალადობრივი ჩახშობა მიუღებელია. ბრძოლა ევროპული მომავლისთვის არა მხოლოდ ერთადერთი პრაგმატული გზაა, არამედ მორალურიც იმ ათასობით ღირსეული მოქალაქის ხსოვნის ერთგულებისთვის, ვინც სიცოცხლე შეწირა საქართველოს თავისუფლებას, მათ წინაშე ვალდებული ვართ დავიცვათ ხალხის ნება და ქვეყნის განვითარების გზა”, - წერს ირაკლი ალასანია.
მისი შეფასებით, სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სანდო და ერთგულ პარტნიორებთან ერთად და არა მათთან ურთიერთობის გაწყვეტით, სამოქალაქო დაპირისპირების არიდება კი შეიძლება მხოლოდ ხალხის ხმის გაგონებით და არა ხალხთან ძალადობრივი დაპირისპირებით. ალასანიას წერილი სოციალურ ქსელ ფეისბუკზე, მისივე თხოვნით, მისმა მეუღლემ, მათია ფანჯიკიძე აქვეყნებს.
ირაკლი ალასანიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე. ის იყო პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერიც, რომელმაც 2016 წელს პოლიტიკიდან „დროებით წასვლის” გადაწყვეტილება მიიღო.
„პარლამენტში დაზიანებულია 48 სამუშაო ოთახი“ - შალვა პაპუაშვილი ბრიფინგზე
30 ნოემბერი-1 დეკემბრის ღამის კადრები უკომენტაროდ
ფორუმი