შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
რატომ ხარ აქციაზე? - ადამიანები საპროტესტო აქციებიდან
პროევროპული აქციების მეოთხე ღამე რუსთაველზე. პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებს. აქციის მონაწილეები ბარიკადებს აგებენ და გამზირს არ ტოვებენ.
ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციაზე დაშავდა არხის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი.
„სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შესაძლოა, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. თამთა ჩიტიშვილს ფეხის არეში ჭრილობა აღენიშნება“, - წერს რუსთავი 2.
რა ვითარებაში დაშავდა ჟურნალისტი უცნობია. რადიო თავისუფლება არკვევს დეტალებს და ინფორმაციის შესაბამისად მასალა განახლდება.
ფორუმი