2 დეკემბრის ღამეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონტრანტების დაშლის განსხვავებულ ტაქტიკას მიმართა. ცრემლსადენი გაზის გამოყენებისა და გამოდევნების შემდეგ რუსთაველის გამზირიდან უკან დახეულ აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის მეტროს ზევით, კოსტავს ქუჩა პოლიციის მიერ გადაკეტილი დახვდათ.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტების დიდმა ჯგუფმა ჭავჭავაძის გამზრისი გადაკეტა, მას შემდეგ, რაც მათ დაშლის მიზნით პოლიცია გამოედევნა, ჩაუკეტა რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა.
მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ პოლიციამ რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქციის დაშლისას ათობით მოქალაქე დააკავა, მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" იურისტი გიორგი დავითური. ის რამდენიმე პოლიციელმა რუსთაველის მეტროს მიმდენარედ აიყვანა.
ფორუმი