Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

23:32 2.12.2024

აქციებზე დაპატიმრებული ასობით ადამიანის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომები ღამითაც ტარდება.

შსს-ს მონაცემებით, ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებზე 224 ადამიანია დაკავებული. მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. საქმის წარმოება დასრულდა 74 ადამიანის მიმართ. 36-ს დააკისრეს ჯარიმა, 34-ს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს, 4-ს შენიშვნა მისცეს.

1 დეკემბერს, უკვე დაღამებულზე დაიწყო თორნიკე ჭელიძის, ავთანდილ შავგულიშვილისა და დემეტრე ხურცილავას პროცესი:

23:56 2.12.2024

2 დეკემბრის საღამოს აქციის დაშლა საპოლიციო ძალებმა 22:00 საათისთვის დაიწყეს

00:28 3.12.2024

პროტესტის მეხუთე დღე - რუსთაველის გამზირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

00:38 3.12.2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა სტუდენტებს პროევროპული აქციების პარალელურად სწავლის დროებით შეწყვეტის მოთხოვნაზე.

"ჩვენი უნივერსიტეტის 700 სტუდენტის გუშინდელი განცხადების შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ პასუხი, რომ სასწავლო პროცესი არ შეჩერდება. მეილის ტექსტში მხოლოდ ეს ეწერა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწავლის შეჩერების შეუძლებლობის შემთხვევაში, ვითხოვდით პროტესტში ჩართული სტუდენტებისთვის აკადემიური აქტივობების აღდგენის საშუალების მიცემას, რაზეც არანაირი კომენტარი არ მიგვიღია" - უთხრა რადიო თავისუფლებას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტმა.

ახალგაზრდები ფიქრობენ რომ უნივერსიტეტის ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მათთვის პროტესტის უფლების შეზღუდვას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG