ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია დოდი ხარხელის ქმარმა ლევან წიკლაურმა დაწერა. არ არის დაზუსტებული ინფორმაცია რა საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეოს დოდი ხარხელის სახლში.
ქალი, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.
ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ის მოინახულა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ 3 დეკემბრის ღამეს, რუსთაველზე დაკავებული ნანა ტომარაძე.
ნანა ტომარაძე სპეცდანიშნულების რაზმებმა მას შემდეგ შეითრიეს კორდონში, რაც მან ფეხი დაარტყა სპეცრაზმელის ფარს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში რუსული რეპრესიები მიმდინარეობს იმ სპეცრაზმელების ხელით, რომლებიც „აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“.
პრეზიდენტმა ნარკოტიკის წარმომავლობაც დაასახელა, თუმცა არ უთქვამს, რას ეყრდნობა მისი ეს განცხადება, მტკიცებულებები აქვს თუ მხოლოდ შთაბეჭდილება შეექმნა.
ფორუმი